მთავარირეგისტრაციაშესვლა PRIZRAK პარასკევი, 26.04.2024, 14:57
  მოგესალმები სტუმარი | RSS

 
 მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » გაღმა ნაპირი / The Other Bank
13:35
გაღმა ნაპირი / The Other Bank
"გაღმა ნაპირი" არის ფილმი, რომელიც მაყურებელს ტყვარჩელელი ბიჭის ცხოვრებაზე მოუთხრობს. მოქმედება 1998-1999 წლებში მიმდინარეობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ლუკა, მამის სანახავად აფხაზეთში დაბრუნებას გადაწყვეტს. ცხოვრება მას მრავალ წინააღმდეგობას მოუმზადებს, ხოლო სამოქალაქო ომი კი მას ყველა ოცნებას უკლავს. პატარა ლუკა ოცნებობს თავის თავში დაიბრუნოს იმედი და რწმენა. აღწერა:ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილია. რეჟისორი ამ ფილმზე სამ წელზე მეტხანს მუშაობდა. "გაღმა ნაპირი" შემოქმედებითმა ჯგუფმა 2008 წელს გადაიღო. ეს არის 90 წუთიანი მხატვრული ფილმი. სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძეა, მხატვარი - მერაბ ჯოხაძე, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი. ფილმში მთავარ როლს 11 წლის თედო ბექაური ასრულებს. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ გალობა გამბარია, ნიკა ალაჯაევი, თამარ მესხი, ბერდია ინწკირველი, ლერი ზარდიაშვილი, ლია აბულაძე, სოფიო გვრიტიშვილი და სხვები. გალობა გამბარია და თამარ მესხი რეჟისორმა უპატრონო ბავშვთა სახლებიდან აიყვანა. ლია აბულაძე, ბერდია ინწკირველი და ლერი ზარდიაშვილი ბათუმის თეატრის მსახიობები არიან. ფილმმა ფესტივალის უმაღლესი ჯილდო "ოქროს ალამბრა" დაიმსახურა, რომელსაც ახლავს ფულადი ჯილდო 50 000 ევროს ოდენობით. თუმცა ამ კინოფესტივალამდე "გაღმა ნაპირი" სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე იყო წარდგენილი საკონკურსო პროგრამებში, სადაც ასევე არაერთი მთავარი პრიზი და ფულადი ჯილდოები დაიმსახურა. ფილმი ასევე მონაწილეობას იღებდა წლევანდელი ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალში, სადაც ამ ფილმის სპეციალური ჩვენება მოეწყო დისტრიბუტორებისა და ყიდვა-გაყიდვის აგენტებისთვის. ამ ფილმმა ასევე მონაწილეობა მიიღო ბერლინალეს ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაში, სადაც "მინის დათვის მოპოვების" შანსიც ჰქონდა. ეს პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის არის დაწესებული. გადმოწერა გადმოწერა
კატეგორია: ფილმები | ნანახია: 680 | დაამატა: PRIZRAK | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
 
 
სექციის კატეგორიები
თამაშები [38]
ფილმები [38]
პროგრამები [18]
counter-strike [44]
BMW [26]
ელ. წიგნები [8]
მიმართვა ადმინს (PRIZRAK) [1]
თხოვნები [1]
ეროტიკა [16]

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე საიტი
სულ პასუხი: 45

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ჩანაწერების არქივი

 

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz